Monday, November 2, 2015

ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის შეჯამება

    ინტელის ძირითად სასწავლო კურსმა სხვა ღირებებულებთან ერთად მასწავლა პროექტების წერა ტექნოლოგიების გამოყენებით.  შევქმენი პორთფოლიოს საქაღალდეები, გავეცანი კურსის რესურსებს, განვიხილე პროექტები, რომელიც დამეხმარება სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. ვისწავლე  ბლოგების შექმნა, ვისწავლე ბუკლეტის შექმნა, რაც დამეხმარება პროექტის რეკლამისათვის, სადაც თვალნათლივ ჩანს ჩვენი პროექტის მიზანი და თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პროექტს მოსწავლეებისათვის,   ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევიმუშავე ჩვენი პროექტიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები,  განვსაზღვრე მიზანი, გამოვიყენე  ბლუმის ტაქსონომია და 21- საუკუნის უნარ ჩვევები. სტანდარტების და მიზნების თვალსაჩინოება დაეხმარება მოსწავლეებს რომ გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე.    ასევე გავეცანი შეფასების სხავადასხვა მეთოდებს, დროში გავწერე შეფასების გეგმა, დავადგინე მოსწავლეების საჭიროება.გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვიმუშავე ბლოგში, ჩავსვი სურათები, ჩავსვი ასევე ფონები, ვისწავლე ბლოგში ჩასმა -აღდგენა, სურათების შეცვლა , ბლოგის წაშლა , ბლოგზე დაბრუნება. მე ვფიქრობ რომ ყოველი ტრენინგი ძალიან საჭირო და საინტერესო იყო ჩემთვის.  ვისწავლე ბლოგში კომენტარების დაწერა, შევქმენი  მოსწავლისათვის ახალი ბლოგი, მივაწოდე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, ჩავსვი სურათები, შემდეგ განვიხილე გაჯეტები,  გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისათვის
  .შევქმენი მოსწავლის ნიმუშების პრეზენტაცია. განვიხილე მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები, ვისწავლე, როგორ დაურთოთ კომენტარი კოლეგის ბლოგს. პროექტის გეგმაზე მუშაობისას გავითვალისწინე ყველა მოსწავლის შესაძლებლობები,  გავაკეთე აქტივობა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, ვისწავლე ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, რაც მომავალში დამეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვაში, ავტვირთე საქაღალდე Drive-ში და  მივაბი ჩვენს ბლოგს.     ჩვენს პორტფოლიოზე  განვათავსე ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები.
    ტრენინგის ბოლოს, ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები.  ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად  სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.
  დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს გაწეული მუშაობისათვის.   

Sunday, November 1, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

  1) გამეორება
  2) ბლოგში მუშაობა-გამოკითხვის გაჯეტი
  3) პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე
  4) პროექტების პრეზენტაცია
  5) ტრენინგის შეჯამება
    როგორც ყოველთვის ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, ჩვენს პორტფოლიოზე  განვათავსეთ ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები.
    ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები.  ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად  სასწავლო კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.  

Saturday, October 31, 2015

ტრენინგის მე-8-ე დღე

                       
                        1) გამეორება.
                        2) ფასილიტაციის რესურსების შექმნა.
                        3) პორტფოლიოს გადახედვა.
                        4) მუშაობა ბლოგში -გაჯეტი.

     ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთგამეორებით. ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე. შევქმენით მოსწავლის ფასილიტაციის რესურსი,რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტზე მუშაობის დროს.
    გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და შევასწორეთ საქაღალდეები.
ვისწავლეთ გაჯეტის შექმნა და რედაქტირება ბლოგში.

  ტრენინგის მერვე დღე ცაინტერესოდ წარიმართა და ბევრის მომცემი იყო.

Wednesday, October 28, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

1. გამეორება
2. ყველა  მოსწავლის  საჭიროების  გათვალისწინება
3. პროექტის გეგმაზე მუშაობა

    მოვახდინეთ წინა დღის შესწავლილი მასალის  გამეორება,  გავითვალისწინე  კლასში  მოსწავლეთა  შესაძლებლობები, აკადემიურდ  სუსტ  მოსწავლეებს  მივეცი  მათი  შესაძლებლობებიდან  გამომდინარე  დავალებები  პროექტზე სამუშაოდ, ხოლო  მაღალი  აკადემიური  წარმატების  მქონე  მოსწავლეებთან  მაქსიმალურად  გამოვიყენე  მათი  შესაძლებლობები,  ამის  შემდეგ  დავიწყე  ჩემს  პროექტზე  ,,ქალი  პოლიტიკოსი",  სადაც  დაწვრილებით  აღვწერე  პროექტის  მიმდინარეობა.
 

Sunday, October 25, 2015

ტრენინგის მე 6-ე დღე

1 გამეორება.
2. მოსწავლის პრეზენტაცია.
3. შეფასების რუბრიკები.
4. პროექტის სასწავლოპროცედურები.

      ტრენინგის მე 6-ე დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით. გავეცანით როგორი უნდა იყოს ტექნიკურად შექმნილი მოსწავლის პრეზენტაცია. ვიმუშავეთ power-point-ში გეგმის შედგენაზე. განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. განვიხილეთ პროექტის სასწავლო პროცედურები. ნასწავლს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში, რაც დამეხმარება მივაღწიო უკეთეს შედეგს.

Saturday, October 24, 2015

ტრენინგის მე 5-ე დღე

1. გამეორება.
2 ინტერნეტკავშირი
3. გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
4 პროექტის გეგმაზე მუშაობა
5 მუშაობა ბლოგში.

გავიმეორეთ მეოთხე ტრენინგზე ნასწავლი მასალა.ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია და სურათები და ჩავსვით ბლოგში.შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. ვისწავლეთ როგორ მივუთითოთ ლიტერატურაში  გამოყენებული წყაროები.
ვისწავლეთ ბლოგში ფონის და სურათების ჩასმა.



Sunday, October 18, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

1. გამეორება-გეგმის გადახედვა.
2. გეგმაზე მუშაობა.

  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
  • დროში გაწერილი სეფასების გეგმა.


ტრენინგის მეოთხე დღეს გავიმეორეთ მესამე დღის მასალა;სტანდარტი,სტანდარტიდან გამომდინარე მიზანი. სასწავლო მიზანი შესაბამისობასი უნდა იყოს ძოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან.გავეცანი მიმართულების მიმცემ ცაკვანძო კითხვების ნიმუშებს,
შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, ვისწავლე დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა.
ნასწავლი დამეხმარება, რომ მოსწავლეებში გავზარდო მოტივაცია და განუვითარო მაღალი სააზროვნო უნარები.